მთავარი » ფაილები » ფილმები |
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 2 ნაჩვენებია მასალა: 1-2 |
დალაგება: თარიღით
![]() დასახელება : ქვევრი ორიგინალური დასახელება :qvevri ენა : ქართული წელი : 1970 პროდიუსერი : ირაკლი კვირიკაძე როლებში : ბუხუტი ზაქარიაძე ვახტანგ სულაქველიძე ჰენრიეტა ლეჟავა მოკლე შინაარსი გოგია მშრომელი სიტყვაძუნწი მომჭირნე ბუზღუნა კაცია მოკლედ ტიპიური კახელი შორიდან ვაი-ვაგლახით ჩამოტანილი ქვევრის გატეხვით გულშემოყრილს დასახმარებლად სოფლის ხელოსანი აბესალომი მიჰყავს შინ აბესალომი ქვევრს კი გაამთელებს მაგრამ თავად უნებლიე პატიმარი ხდება ქვევრიდან ვეღარ გამოდის რას აღარ ცდიან გოგია მისი მეზობლები და თვით მილიციის განყოფილების უფროსი მაგრამ ქვევრი ბოლოს მაინც გასატეხი ხდება |
დასახელება: ჭირვეული მეზობლები რეჟისორი: შოთა მანაგაძე წელი: 1945 მონაწილეობენ: ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ამირანი), შალვა ღამბაშიძე (გრამიტონი), ცეცილია წუწუნავა (პეპელა–ამირანის ცოლი), სესილია თაყაიშვილი (მანანა–გრამიტონის ცოლი), ლიანა ასათიანი (ციალა), ამირან ტყებუჩავა (თენგიზი), დუდუხანა წეროძე (ფოსტალიონი).
მოკლე შინაარსი: კოლმეურნე ბრიგადირები, ძველი მეგობრები ამირანი და გრამიტონი ფრონტის დასახმარებლად გამართულ შეჯიბრში ერთმანეთს ეცილებიან. თითოეული ცდილობს, ბრძოლის ველზე მყოფ მეომრებს სხვაზე მეტი დახმარება გაუგზავნოს. ამირანი ფრონტიდან მოსულ დეპეშას არასწორად ამოიკითხავს და გრამიტონის ვაჟს, თენგიზს დაღუპულად ჩათვლის. ამ ამბავს ძალიან განიცდის, ცდილობს გრამიტონს უბედურება დაუმალოს და ამით ტრაგი-კომიკურ დაძაბულობას ქმნის. გაუგებრობა მალე ირკვევა და ჭირვეული მეზობლები კვლავ მეგობრებად რჩებიან. |